ჩვენს შესახებ

კომპანიის შესახებ

 

Waime Spices არის ისტორია არა მხოლოდ გემრიელ სუნელებზე, არამედ სიყვარულზე, სიამოვნებასა და ემოციურ-ფიზიკურ სიჯანსაღეზე.

“ვაიმეეე, რა გემრიელია!”-, სწორედ ეს სიტყვები ისმის ყველაზე ხშირად  მომხმარებლებისგან ჩვენს მიმართ,  რაც გახდა ჩვენი დასახელების ინსპირაცია. ასევე ის სრულიად ასახავს ჩვენს მთავარ მიზანს - გავაოცოთ ჩვენი მომხმარებლები გემოებითა და მრავალფეროვნებით.

ჩვენ არ ვქმნით სუნელებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა დაიკმაყოფილოს მხოლოდ პირველადი მოთხოვნილებები, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავხადოთ საკვების მომზადების პროცესი მარტივი, საინტერესო და ემოციებით სავსე.

 

რას ვაკეთებთ

 

ვენი კომპანია აწარმოებს, როგორც კლასიკურ სუნელებს, ასევე საავტორო უნიკალურ საკმაზებს, ამის მიზანია ჩვენი მომხმარებლის ყოველდღიური რაციონის გამრავალფეროვნება, გაჯანსაღება და გემოებით გაკვირვება. ამაზე, ჩვენ დიდი ენთუზიაზმით და ძალისხმევით ვმუშაობთ და მუდმივად ვართ ჩართულნი სუნელების შესწავლისა და ახალი საკმაზების მოფიქრების პროცესში! ყველა მცენარე, რომელიც ხვდება ჩვენს მომხმარებელთან, დიდი სიყვარულით და ზრუნვით მუშავდება.

 

ასევე ჩვენი კომპანიის განვითარების ძალიან მნიშვნოლოვანი მიმართულებაა სუნელების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელის შექმნა, სადაც მომხმარებელს დახვდება ნამდვილი, გასაოცარი გარემო და მრავალფეროვნება.

 

ჩვენი მისია და ხედვა

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნოლოვანია ქართული გასტრონომიული კულტურა გავაცნოთ მომხმარებლებს, მსოფლიოს მასშტაბით. ქართულ საზოგადოებას კი გავაცნოთ ის მრავალფეროვნება, რაც არსებობს მსოფლიოში. ჩვენ ვთვლით, რომ სუნელები ისტორიულად წარმოადგენდა ძალიან მნიშვნოლოვან საშუალებას, რომლის დახმარებითაც ადამიანებს შეუძლიათ მოახდინონ კულტურული და გასტრონომიული ურთიერთ გაცვლა, რაც მნიშვნოლოვანია განვითარებისთვის.

ჩვენი ვმუშაობთ იმაზე, რომ გავხდეთ წარმატებული ქართული საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ქართული გასტრონომიული კულტურის წარმოჩენაში შესამჩნევ როლს შეასრულებს საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენს შესახებ
მაღალი ხარისხი

მაღალი ხარისხი

კვალიფიციური კონსულტაცია

კვალიფიციური კონსულტაცია

სწრაფი კურიერული მომსახურება

სწრაფი კურიერული მომსახურება

დაცული გადახდის სერვისი

დაცული გადახდის სერვისი